I–სემესტრის შეჯამება

სსიპ მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის  საჯარო სკოლის VI–კლასის I–სემესტრის შეჯამება.

VI კლასში სიით ირიცხება 16 მოსწავლე: 10 – ვაჟი
                                                                           6 – გოგო
  კლასი გამოირჩევა აკადემიური მოსწრებით. კლასში აკადემიური მოსწრების შედეგები ასეთია:
              10 ქულიანი– 5 მოსწავლე
                9 ქულიანი– 4 მოსწავლე
                8 ქულიანი–3 მოსწავლე
                 7 ქულიანი– 2 მოსწავლე
                 6 ქულიანი– 2 მოსწავლე
  მოსწავლეები  აქტიურად მონაწილეობენ „კინგის“ ოლიმპიადაში კერძოდ, ქართულში, ინგლისურში და მათემატიკაში, სადაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.
  ოქტომბრის თვეში დავგეგმეთ პროექტი– „ბაზილიკური ტაძრების შესწავლა“ პროექტთან დაკავშირებით ვიყავით ექსკურსიაზე თბილისში, სადაც მოვინახულეთ ბაზილიკური ტაძრები, აგრეთვე ვიყავით ახალსოფლის ღვთისმშობლის ტაძარში, ზეღდულეთის ღვთისმშობლის ტაძარში. პრეზენტაციას წარმოვადგენთ თებერვალში.
   ჩავატარეთ ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“ სადაც გამოვავლინეთ გამარჯვებული მოსწავლე გიორგი მაჭარაშვილი.
  27 დეკემბერს ვიყავით საახალწლოდ თბილისიის ცირკში–„ლასტარიკა“.
  მშობლებთან მაქვს აქტიური თანამშრომლობა, ყოველი კვირის პარასკევ დღეს ვაცნობ მათი შვილების აკადემიურ მოსწრებას დღიურების საშუალრბით, სადაც ხელმოწერით ადასტურებენ.
     ვეცდები II სემესტრში უფრო აქტიურად წარმოვაჩინო ჩემი კლასი.


                                კლასის ხელმძღვანელი: დარეჯან ჯავახიშვილი

No comments:

Post a Comment